LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობამ 1 200 000-ს გადააჭარბა

79
vactinashen

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 10 660 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სულ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო  2 276 478 აცრა ჩატარდა.

დღევანდელი მონაცემებით, ჯამში ვაქცინირებულია 1 217 674 მოქალაქე – ამასთან, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებული 1 033 455 ადამიანია.

დაინფიცირდა 3 562, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

პოპულარულები