LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვი იაპონიაში გაიყიდება

98
5fb911e23cf1c

„აგრითაჩი“ იაპონიასა და ისრაელში ლურჯი მოცვის ექსპორტს იწყებს. საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა დავით მაყაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ ახლო მომავალში ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებშიც იგეგმება.

„სერტიფიკატის მიღებას ველოდებით და ახლო მომავალში ევროკავშირის ბაზარზეც შევალთ. წელს უკვე შევედით მალაიზიაში, ჰონგ-კონგში, ბაჰრეინში, ყატარში (სულ 5-6 ტონა). ვემზადებით იაპონიაში და ისრაელში შესასვლელად. საშუალება გვქონდა რუსეთში 40-50 ტონა მოცვი შეგვეტანა, თუმცა ამ ბაზრის არასტაბილურობის გამო უარი ვთქვით“,- განაცხადა მაყაშვილმა „ბიზნეს ფომულასთან“.

ცნობისთვის, „აგრითაჩი“ 2018 წლიდან ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები