LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI

139
სიღარიბე

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს.

“უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. ასევე, თბილისში მცხოვრებლები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები ამის მიზეზად – სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა კრიმინალს ასახელებს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, უმცირესობათა დასახლებებში ამის მიზეზად სამუშაო ადგილების ნაკლებობას ასახელებენ.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

“ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია” – NDI-ის მიხედვით, მათი უმრავლესობა სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით

NDI: გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესს არცერთი პარტია არ გამოხატავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g