LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ხელფასი 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა” – PMC მესამე კვარტალის მონაცემებს აქვეყნებს

179
ხელფასი

მიმდინარე წლის III კვარტალში ადამიანების საშუალო რაოდენობამ, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 893 ათასი შეადგინა. ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით,  აქედან, 195 ათასს 0-დან 599მდე ლარი ჰქონდა ხელფასი. 2021 წლის III კვარტალთან შედარებით, ამ ადამიანების რაოდენობა 18%-ით არის შემცირებული.

III კვარტალში ყველაზე მეტ – 268 ათას ადამიანს ხელფასი 1200-2399 ლარის კატეგორიაში ჰქონდა. წლიურად ამ ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 5 ათასით არის გაზრდილი.

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 595 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და აჭარის რეგიონი ლიდერობს.

ამასთან, 252 ათას ადამიანს 600-1199 ლარი ხელფასი ჰქონდა, ხოლო 2400 ლარზე მეტ ანაზღაურებას მხოლოდ 178 ათასი იღებდა.

რაც შეეხება ნოემბრის მონაცემებს, ორგანიზაციის ცნობით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, ნოემბერში შემცირდა იმ დასაქმებულების რაოდენობა, რომელთა ხელფასი 600 ლარამდე იყო.

PMC-ის თანახმად, 2022 წლის ნოემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თითქმის 6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 18.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g