LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა

111
ინვესტიცია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1.333 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.9%-ით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.

2024 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: გაერთიანებული სამეფო (448.2 მლნ აშშ დოლარი), მალტა (175.8 მლნ აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (151.7 მლნ აშშ დოლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g