LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქსტატი – 2025 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 9% შეადგინა

105
საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.

2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g