LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი: „კურიოზია, მაგრამ  ფაქტია, იტალიელები დავითანხმეთ, რომ ჩამოვიდნენ ქართველი ბავშვების დასახმარებლად და საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანია, ვინც  გვერდში დაგვიდგება და  დაგვეხმარება…“

527
ნიკა ესაკია

საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა ესაკია და ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, დედა თინათინი „პირველი არხის“ დილის გადაცემას ესტუმრნენ და ისაუბრეს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. საგულისხმოა, რომ ჯგუფი „რიკი ე პოვერი“ მზადაა, საქართველოში საქველმოქმედო მიზნით ჩამოვიდეს, თუმცა კონცერტების გასამართად საჭირო თანხის გადახდას ჯერჯერობით არც ერთი ქართული კომპანია არ დათანხმდა.

ნიკა ესაკიამ „პირველ არხზე“ სტუმრობა გამოაქვეყნა და აღნიშნა:

„დღევანდელი დილის  ეთერი… მადლობა კიდევ ერთხელ „პირველ არხს“ გვერდში დგომისთვის. იმედია, ამ გადაცემის შემდეგ  შემოგვიერთდებიან კომპანიები და ბიზნესსექტორი და დაუდგებიან, პირველ რიგში, ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს, რომლებსაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ. კურიოზია, მაგრამ  ფაქტია, იტალიელები დავითანხმეთ, რომ ჩამოვიდნენ ქართველი ბავშვების დასახმარებლად და საქართველოში ვერ მოიძებნა კომპანია, ვინც  გვერდში დაგვიდგება და  დაგვეხმარება.

P.S. ქართველ ბავშვებსაც სჭირდებათ დახმარება, ეს  გვახსოვდეს მუდამ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g