LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასაფლაოზე აღარ დაიძინებს, სახლი აქვს, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნება” – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

1447
უსათაურო დიზაინი (1)

“ადამიანი სასაფლაოზე აღარ დაიძინებს, სახლი აქვს, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნება”, – საქველმოქმედო აქტივობებით ცნობილი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„ყურადღებით წაიკითხეთ.. ღამით, გადახურულ საფლავზე სძინავს, წვიმამ რომ არ დაასველოს, აქ ძილი წარმოგიდგენიათ?!“ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი

როგორც სინჯიკაშვილი წერს, ქალს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ წერდა და რომელსაც სასაფლაოზე ეძინა, ახლა საკუთარი სახლი აქვს:

“საღამოს, სასწაულად ბედნიერი ამბები.

ორ დღეში, ხალხის მიერ მოხდენილი დიდი ამბავი.

ადამიანი სასაფლაოზე აღარ დაიძინებს, სახლი აქვს, სადაც მშვიდად და ბედნიერად იქნება. არ გადაიხდის გადასახადებს ერთი წელი, ექნება საკვები და ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის სჭირდება. სამსახურზე რამდენიმე შემოთავაზება აქვს და მისთვის საუკეთესოს ავარჩევთ. ახალგაზრდა ქალია, დაუზარელი და ყველაფერი გამოუვა.

რანაირი ბედნიერია არ იცით.

ყველაზე მთავარია, რომ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი, ადამიანების იმედი და მზადაა თვითონაც დაეხმაროს სხვებს.

ჩვენც გვერდით ვეყოლებით, სანამ დავჭირდებით და ექნება ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა.

ერთ დღესაც გათენდება და ყველას ექნება ამ ქვეყანაში სამსახური და სახლი. სასაფლაოზე და ქუჩაში აღარავინ დაიძინებს.

ძლიერი, გულთბილი და დიდი ხალხის ქვეყანა ვიქნებით და ყველაფერი გაანათებს.

მილიონი მადლობა თქვენ, ყველას, ვინც ჩემთან ერთად ამდენ ხალხს ეხმარებით და ბედნიერებას თესავთ”, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები