სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერი გაიხსნა და მისი სკანირება მიმდინარეობს. პროცესს ოჯახის ადვოკატიც ესწრებოდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, სკანირება შესაძლოა რამდენიმე დღესაც კი გაგრძელდეს, რის შემდეგაც მათ კომპიუტერში არსებულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა
