LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სასიყვარულო კუთხით ოქტომბერი, ძალიან კარგი პერიოდია… კარგი პერიოდია ქორწინებისთვისაც“ – რას ურჩევს ზოდიაქოს ნიშნებს ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი

609
მიხეილ ცაგარელი

„სასიყვარულო კუთხით ოქტომბერი, ძალიან კარგი პერიოდია“, – ამის შესახებ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში, „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

ცნობილი ასტროლოგი ამბობს, რომ ოქტომბერი კარგი პერიოდია ქორწინებისთვის.

ლომი მართავს სიყვარულს ასტროლოგიაში.

სასწორი არის პლანეტა ვენერას, სიყვარულის მმართველი აქედან გამომდინარე, პარტნიორული ურთიერთობა დამყარებული სიყვარულზე, სწორედ სასწორის არის.

სასწორები პირდაპირ კავშირში არიან სიყვარულთან და ასევე კუროები, რომლის მმართველი პლანეტაც გახლავთ ვენერა. ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი სიყვარულის გავლენის ქვეშ განსაკუთრებით არიან.

ვენერა რადგან სიყვარულს მართავს სამყაროში, სად იმყოფება ვენერა, ამის მიხედვით სიყვარული იღებს თავის ელფერს.

ვენერასთან ერთად მნიშვნელოვანია მზის პოზიცია და შინაგანი მე. ყველა მხრიდან მივდივართ სიყვარულთან. სასიყვარულო კუთხით ოქტომბერი, ძალიან კარგი პერიოდია. ასევე, კარგი პერიოდია ქორწინებისთვის.

ქალწულის ელემენტები მაინც გვექნება დაახლოებით 14 რიცხვამდე. არ გაგიკვირდეთ თუ ადამიანები სიყვარულის მიმართ იქნებიან პასუხისმგებლობის მქონეები.

ქალწულში როცა არის ვენერა, პასუხისმგებლობას იღებს და თითოეულ სიტყვაზე პასუხს აგებს. გამოირჩევიან სისუფთავით და ორგანიზებულობით. დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული“, – – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

🔵სასიყვარულო ურთიერთობები ზოდიაქის ნიშნებისთვის ოქტომბრის თვეში | 25.09.2025

🔵სასიყვარულო ურთიერთობები ზოდიაქის ნიშნებისთვის ოქტომბრის თვეში – მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ხუთშაბათი, 25 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g