LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე: აჭარა ჯგუფი

104
რუმსი

რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის და მისი მეგობრების ვიზიტთან დაკავშირებiთ “აჭარა ჯგუფი” განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.

“ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო. ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს. ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა საქართველო “აირზენას” ჩარტერული რეისით დატოვეს.

კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან: გიგა მაქარაშვილი

ვლადიმირ პოზნერი თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

შსს: ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აშშ-ს მოქალაქე ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია

აქციაზე დაპირისპირებაა – აქტივისტები სასტუმროში, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება შესვლას ცდილობენ

პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით ტერიტორიიდან გაიყვანეს

შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი”, სადაც ვლადიმერ პოზნერი ვახშმობდა 10 000 ლარით დააჯარიმა

magti 5g