შვეიცარიაში გაიხსნა სასტუმრო, რომელიც პირდაპირ ღია ცის ქვეშაა განთავსებული. გამოცემა „Null Stern”-ის ცნობით სასტუმროს ჯერ-ჯერობით არც ვარსკვლავი და არც კედლები არ აქვს, თუმცა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ალბათ საკმარისზე მეტია. რაც შეეხება ნომერს, ეს არის დიდი ზომის საწოლი, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ერთი ღამის გატარება 300 დოლარი ღირს და როგორც ცნობილია, 2017 წელი უკვე მთლიანად დაჯავშნილია.