სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული, აცხადებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელი.
მისი განმარტებით, ისინი, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ ეკეთებათ ეს პირბადეები.
გადაადგილების აკრძალვა არ ეხებათ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს: საპატრიარქომ საკითხი მთავრობასთან ტელეფონით მოაგვარა
აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ აქვთ ეს პირბადეები“, – განაცხადა მეუფე დანიელმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან საგანგებო მდგომარეობის წესები გამკაცრდა. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.