LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწაულებრივად გადარჩენილი ჩინელი მძღოლი, რომელსაც უზარმაზარი ამწე დაეცა (ვიდეო)

28

ჩინელი მძღოლი სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მის ავტომობილს მოძრაობისას უზარმაზარი ამწე დაეცა და თეთრი აუდი კონსერვის ქილად გადააქცია.

ინციდენტი ჩჟუხაის გაცხოველებულ ტრასაზე, ჰუანდუნის პროვინციაში, მოხდა. 29 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი, გვარად ლი სამსახურში მიდიოდა, წერს “დეილი მეილი”.

ქსელში გავრცელებული ჩანაწრის მიხედვით ჩანს, რომ ამწე მოულოდნელად ავტომობილის საქარე მინას ეცემა, რამდენიმე წამში კი მისგან მძღოლის გაოგნებული სახე ჩნდება. რამდენიმე ხნის შემდეგ, „თავიდან დაბადებული“ ავტომობილის მძღოლი დამოუკიდებლად გადმოდის დამტვრეული სახურავიდან.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, მოგვიანებით მძღოლი სააადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ მხოლოდ ფეხის ტერფის მოტეხილობით შემოიფარგლა. შოკისმომგვრელი ვიდეო შეგიძლიათ ავტორადიოს ოფიციალურ ვებ გვერდზე იხილოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები