LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშო ავტომობილების კოლექცია, რომელიც მილიონ დოლარად არის შეფასებული

32

ამერიკელმა ბრიუს პასკალმა სათამაშო ავტომობილების უმსხვილესი კოლექცია შეაგროვა. კოლექციონერის მიერ შეგროვებული სათამაშოები მხოლოდ ”Hot Wheels”-ის ბრენდის არის და სპეციალისტები მას მილიონ დოლარად აფასებენ.

სათამაშო ავტომობილებისთვის ბრიუს პასკალს ცალკე ოთახი აქვს გამოყოფილი, რომელიც კომპანია ”Mattel”-ის სტილშია გაფორმებული.

პასკალს ”Hot Wheels”-ის პირველი ავტომობილი მაშინ აჩუქეს, როდესაც შვიდი წლის იყო. დღეისათვის კი მისი კოლექცია 3 500 მოდელს აერთიანებს. მათგან 175 ავტომობილი იშვიათი პროტოტიპია, რომელიც ღია გაყიდვაში არასოდეს ჩაშვებულა.

გარდა ამისა, პასკალს ფირმის ყველაზე იშვიათი და ფასეული მოდელიც აქვს – ხასხასა ვარდისფერი ”ფოლკსვაგენის” ფურგონი. ის ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელიც ამ ფერში გამოვიდა და მისი მიზანი იყო ავტომობილებით გოგონებიც დაეინტერესებინათ. დღეისათვის საკოლექციო ვარდისფერი ”ფოლკსვაგენი” 150 ათას დოლარად არის შეფასებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები