LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება

129
d1bc7dfd0c5e77b1527ea76bf2b2bf3e

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ სრულად შეიზღუდება სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება.

„სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება, რაც მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. ასეთ დროს არ ხდება რომელიმე ტიპის თამაშის რეკლამირება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, სათამაშო ბიზნესის გამო, უცხოეთში თანხის გადარიცხვის თაობაზე შეზღუდვა დაწესდება. „საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს დაეკისრებათ ვალდებულება, არ დაუშვან მათ მიერ დაშვებული საგადასახადო ბარათით უცხო ქვეყნის სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი კომპანიის სასარგებლოდ გადახდების განხორციელება, რაც დამატებით შეზღუდვის მექანიზმია იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების განხორციელება. აღნიშნული პაკეტი უკვე მომზადებულია საკანონმდებლო დონეზე, კანონში ცვლილების პროექტიც და საქართველოს პარლამენთან უკვე დავიწყებთ მუშაობას აღნიშნულ კანონპროექტზე“,- დასძინა ფინანსთა მინისტრმა.

მანვე განმარტა, თუ ვის შეეზღუდება ონლაინ თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება. „იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება, რომელიც არის 25 წელი. ის გავრცელდება როგორც ონლაინ სათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე. ეს იქნება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი ყველასთვის. ბუნებრივია, ასაკობრივი ზღვარი არ გავრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე განისაზღვრება პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება. ამის ადმინისტრირებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს. კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით, ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებითი პირები. ჯამში, საქართველოს ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, როგორც მომხმარებელს. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს დამატებით კონტროლის მექანიზმების შემოღებას იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს ამის ადმინისტრირება, რომელსაც შემოსავლების სამსახური განახორციელებს. განისაზღვრება რიგი რეგულაციები, ეს ეხება როგორც ადმინისტრაციის წესს, ასევე თანხის შეტანისა და გამოტანის წესს მოთამაშის ანგარიშზე. ეს დაიშვება მხოლოდ რეგისტრირებულ პირზე. ასევე შეიზღუდება ერთი მოთამაშიდან მეორე მოთამაშეზე გადარიცხვის შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგცემს, ეფექტურად მოხდეს აღნიშნული რეგულაციების შესრულება“,-განაცხადა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g