მომღერალი და ტელეწამყვანი ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში რუბრიკის – „ეტაპის“ სტუმარია.
აღნიშნულ ინტერვიუში ცისანა სეფიაშვილი იხსენებს მისი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ ეტაპს, რომელიც მისი მეუღლის ავადმყოფობის პერიოდს უკავშირდება.
„ეს იყო მართლაც რთული პერიოდი იმიტომ, რომ აქ საუბარი იყო ამ ადამიანის გადარჩენა-არგადარჩენაზე. ფეხის ამპუტაციაც შეუძლებელი იყო, რადგან შეიძლებოდა ვერ გადაეტანა, მაგრამ ერთმანეთის გვერდში დგომამ, გატანამ, მხარდაჭერამ თავისი საქმე გააკეთა.
ერთი წუთითაც არ დამიტოვებია ოთო საავადმყოფოში, ერთად ვათენებდით ღამეებს, გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა. ოთომ მანამდე იმდენი რამ მომცა, იმხელა სიყვარული დამანახა, რომ ამან მომცა ძალა, ასე დავდგომოდი ამ რთულ პერიოდში გვერდით. საბედნიეროდ, დღეს ყველა ეს ეტაპი გავლილია“, – აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.
ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა მისი ფასეულობები 50 წლის ასაკში, მომღერალი აღნიშნავს, რომ მან ბევრი რამ გადააფასა მეუღლის ავადმყოფობის პერიოდში.
„მე რომ ეს ყველაფერი ადრე მცოდნოდა, ძალიან ბევრ რამეზე არ ვინერვიულებდი, ბევრ რამეზე გული არ მეტკინებოდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია, რაღაცებს მარტივად ვატარებ. ბევრი ადამიანი გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. ოთოს ავადმყოფობის პერიოდშიც ბევრი რამ დავინახე და გადავაფასე.
იმ ცისანამ, რომელიც ყოველთვის მზად იყო, გაჭირვების დროს ყველას გვერდში დასდგომოდა და ყველანაირი სიკეთის კეთება აბედნიერებდა, ზოგიერთი ადამიანისგან შესაბამისი თანადგომა ვერ იგრძნო.
წლებთან ერთად ცოტა სხვანაირი გავხდი, ვაფასებ მხოლოდ ერთგულ ადამიანებს და მხოლოდ ერთგული ადამიანებისთვის ვარ ისევ ისეთი თავგადაკლული ცისანა“, – ამბობს ცისანა სეფიაშვილი ჟრნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
„40 წლისამ მეოთხე შვილი გავაჩინე, 50 წლისა გავთხოვდი და ახალი ცხოვრება დავიწყე“ – ცისანა სეფიაშვილი
