LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ადგილები შემოდგომის სეზონის გასატარებლად

63

დასვენება შემოდგომის სეზონზე დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება. თუ თქვენ, ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ სად დაისვენოთ, გადახედეთ ჩვენს სიახლეს და გაიგეთ, რომელია ყველაზე პოპულარული ადგილები შემოდგომის არდადეგების გასატარებლად. გთავაზობთ შემოდგომის სეზონის 5 ყველაზე პოპულარულ ადგილს:

 

 

 

 

კვიპროსი და საბერძნეთი

საუკეთესოა შემოდგომის არდადეგების გასატარებლად, ტემპერატურა 25 გრადუსი, თბილი ზღვა, საუკეთესო სანაპირო და ხედები, რომელიც კიდევ უფრო შეგაყვარებთ შემოდგომას.

 

 

იორდანია

იორდანია ძალიან გავს კვიპროსს შემოდგომის დასაწყისში. ამინდი მაქსიმალურ კომფორტს უქმნის ჩასულ დამსვენებელს. თავად ქვეყანა კი გვაძლევს აქტიური და საინტერესო დასვენების შესაძლებლობას.

 

ესპანეთი

თუ თქვენ გსურთ ესპანეთის სილამაზით დატკბეთ, აუცილებლად ეწვიეთ მას შემოდგომით. მიუხედავად იმისა, რომ ფასები შემოდგომით უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში, ხავერდოვან სეზონზე, ესპანეთზე უკეთესი დასასვენებელი ადგილი, რთულად მოიძებნება.

 

მონტენეგრო

არც ისე ძვირი და საკმაოდ მიმზიდველი დასვენება გელით შემოდგომით, მონტენეგროს დამსვენებლებს. საუკეთესო ოკეანის პლაჟი, გრილი წყალი, სასიამოვნო ამინდი, ქუჩები და ინფრასტრუქტურა, შემოდგომის არდადეგების გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

 

თურქეთი

ეს ქვეყანა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომაზეც. არაჩვეულებრივი პლაჟები, ამინდი, ქვეყნის ისტორია და ტრადიციები, მუდმივად ექცევა ტურისტების ყურადღების ქვეშ. შესაბამისად თურქეთი ნებისმიერი სეზონის გასატარებლად ფავორიტი ქვეყანაა.