LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუკეთესო წყვილი დაბრუნდა“ – შერიგება პირდაპირ ეთერში – დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის ვიდეო მედიას იპყრობს

179
page

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, კვლავ დაახლოვდნენ.

მათი შერიგება არიზონაში, State Farm-ის სპორტულ არენაზე მოხდა, სადაც აქტივისტ, ჩარლი კირკის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. ღონისძიების დროს ტრამპი და მასკი გვერდიგვერდ ისხდნენ, ხანმოკლე საუბრის შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რის შემდეგაც მილიარდერი დარბაზიდან წავიდა.

„სითბო და სიტკბო“, „ეს რა სიყვარულის ფრქვევაა“, „საუკეთესო წყვილი დაბრუნდა“, – წერენ კომენტარებში.

მოგვიანებით Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა:

„ილონი მოვიდა და მომესალმა, ცოტა ვისაუბრეთ. ეს სასიამოვნო იყო. ადრე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ კარგია, რომ მან თავად გადმოდგა ეს ნაბიჯი.“

ილონ მასკი: „ვნანობ ზოგიერთ პოსტს დონალდ ტრამპის შესახებ, ძალიან ზედმეტი იყო“

ცნობისთვის, მხარეებს შორის დაძაბულობა ზაფხულში გამწვავდა. მასკმა მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტის ახალი ეკონომიკური პროექტი და ის ამერიკული ინტერესების ღალატში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მასკმა განაცხადა, რომ ტრამპი არჩევნებს მისი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოიგებდა.

„არ არის გამორიცხული მასკის დეპორტაცია მის მშობლიურ სამხრეთ აფრიკაში“ – ტრამპი მასკის დეპორტაციას განიხილავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები