საუზმე აუცილებლად უჯრედისით, ცილით და „ჯანსაღი“ ცხიმებით მდიდარი უნდა იყოს, რაც ბავშვს დილიდანვე ენერგიით შეავსებს. მავნე საკვები კი, მის მოთენთილობას, ჭარბი წონის მომატებას უწყობს ხელს. გთავაზობთ მავნე პროდუქტის და მის შემცვლელთა ნუსხას.
* მშრალი საუზმე – მართალია შაქრიანი ფანტელი და შოკოლადის ბურთები ბავშვების საყვარელი საკვებია, მაგრამ გლუკოზით დამძიმებული (363 კალორია 100 გრამზე) საუზმე, რომელიც მცირე რაოდენობით (100 გრამზე მხოლოდ 3 გრამი) უჯრედისს შეიცავს საკმაოდ მავნებელია, მითუმეტეს რომ ნახევარ საათში ბავშვს ისევ მოშივდება. შეგიძლიათ მავნე საუზმე ომლეტით და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.
* ციტრუსის ფრეში – ხილის სიმჟავე კუჭის ლორწოვანას აღიზიანებს და მარილმჟავას ჭარბად გამოყოფას უწყობს ხელს. ცოცხალი ციტრუსის ან ციტრუსის ყოველდღიური მოხმარება საკმაოდ მავნებელია, რადგან „შუქმგრძნობიარე“ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც კანს დაუცველს აქცევენ მზის სხივების მიმართ. შეცვალეთ ციტრუსის ფრეში სასარგებლო ბალახის ჩაით.
* ცოცხალი ხილი და ბოსტნეული – ნუ აქცევთ ხილს და ბოსტნეულს საუზმედ, რადგან საკმაოდ მავნებელია მჟავების უზმოზე მიღება. მაგალითად, ხურმა და პომიდორი დიდი რაოდენობით პექტინს და იმ მჟავას შეიცავენ, რომლებიც კუჭის ქვის წარმოქმნას უწყობენ ხელს. შცვალეთ ცოცხალი პროდუქტი ბოსტნეულის წვნიანით, რომელსაც საკმაოდ ადვილად ამუშავებს ბავშვის ორგანიზმი.
* რძემჟავა პროდუქტი – უზმოზე რძემჟავა პოდუქტი ბავშვისთვის არა თუ უსარგებლო, არამედ მავნებელიცაა, რადგან რძემჟავა ბაქტერიები (ლაქტო და ბიფიდო) აგრესიული სიმჟავის წყალობით ისე „იღუპებიან“ კუჭამდეც ვერ აღწევენ. უკეთესია, თუ ბავშვი იოგურტს საუზმის შემდეგ, ნახევარ საათში მიირთმევს ან სულაც შეცვალეთ რძის პროდუქტიკენკრის წვენით, რომელიც С, А, Е და К ვიტამინების დღიურ ნორმას შეიცავს და კალციუმის, ფოსფორის და კალიუმის მდიდარი წყაროა.