„სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.“ – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ვიდეო: დილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერები ისმის – რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ფორტუნა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა.
„საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება.“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.