ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის 27 მაისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)- Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 119.43 (+2.03) დოლარი/ბარელზე.
ამასთან, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 115.07 (+0.98) დოლარი/ბარელზე.