LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის იმპორტი და მოხმარება საქართველოში კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა

85

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 107,5 ათასი ტონა, რაც 1,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 6,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მათ შორის, 2018 წლის აგვისტოს თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  57,6  ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 9,3 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 49,9  ათასი ტონა (კლება 10,7 ათასი ტონით).

სულ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  733,2 ათასი ტონა, რაც 56,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მათ შორის, 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 362,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 370,6 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 42,2  ათასი ტონა ანუ 73,3%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 14,8 ათასი ტონა ანუ 25,7%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 0,6 ათასი ტონა ანუ 1,0%.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის 8 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 254,7 ათასი ტონა ანუ 70,2%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 101,7 ათასი ტონა ანუ 28,0%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი – 6,2 ათასი ტონა ანუ 1,7%.

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: რუსეთიდან – 31,4  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი – 24,4 ათასი ტონა (22,7%), თურქმენეთი – 17,1 ათასი ტონა (15,9%);  ბულგარეთი  – 14,0 ათასი ტონა (13,0 %); აზერბაიჯანი – 13,7 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი –  6,8 ათასი ტონა (6,3%);

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 191,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 187,0 ათასი ტონა (25,5%); თურქმენეთი  – 122,9 ათასი ტონა (16,8%); აზერბაიჯანი – 106,8 ათასი ტონა (14,6%), ბულგარეთი –  80,3 ათასი ტონა (10,9%); საბერძნეთი – 44,6 ათასი ტონა (6,1%).

”საწვავის იმპორტი და მოხმარება ქვეყანაში კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა მიუხედავად იმისა, რომ  საწვავის ფასები  რეკორდულად მაღალ ნიშნულზე დგას. ამას განაპირობებს საავტომობილო პარკის ზრდა (მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის იმპორტის საერთო ოდენობაში იზრდება ჰიბრიდული და დაბალმოცულობიანი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების წილი), სატრანზიტო გადაზიდვების მატება, საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიური მიმდინარეობა”,- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები