LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ

95
საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა. მისი საშუალებით სხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი მოიძიონ. ისინი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ.

გთავაზობთ ელექტრონულ მისამართს, სადაც საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

ასევე, საზღვარგარეთ მყოფ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ,  გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე – „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx

 

ვაშინგტონში საარჩევნო უბანი გაიხსნება საელჩოში (1824 R Street, NW, Washington DC 20009). საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნება ნიუ-იორკსა და სან ფრანცისკოში.

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის ვადიანი/მოქმედი პასპორტი ან  პირადობის მოწმობა (ID card).

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უბნები გაიხსნება, დილის 08:00 საათზე და დაიხურება საღამოს 20:00 საათზე, – ღნიშნულია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g