“საზოგადოება დაიღალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პატიმრობის საკითხით”,- ამის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის” გაცხადებულ მიზანს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს და ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მათ არასწორ განწყობებს და მოლოდინებს უქმნის და შემდგომ ამას ვერ ახორციელებს.
“ძალიან დაიღალა საზოგადოება ამ საკითხით, აქტუალობაც დაკარგა. თითქოს არჩევნების დროს ცდილობდნენ ტემპერატურის აწევას, როგორც ყოველთვის არასწორ განწყობებს და განცდებს უქმნიან მათ ამომრჩეველს და საზოგადოებას და შემდგომ ვერ ახორციელებენ. ამას ვხედავთ 9 წელია. ხალხი, საზოგადოება დაიღალა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პატიმრობის საკითხით,” – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
