50 წლის სელინ დიონი ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში. მომღერალი აქტიურ მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა და ახალი სიყვარულიც იპოვა. კანადელი მომღერლის ახალი რჩეული 34 წლის ხელოვანი პეპე მინოსიე გახლავთ. სწორედ პეპესთან ერთად სტუმრობს სელინ დიონი პარიზის მოდის კვირეულს.
პაპარაცებმა ამჯერად შეყვარებულები პარიზის ერთ-ერთ კაბარეში გამოიჭირეს. სელინი Alexandre Vauthier-ის 3400 დოლარიან სექსუალურ კომბინეზონში იყო გამოწყობილი, მკერდს კი გამჭირვალე ბოდე უფარავდა. ანსამბლს მომღერალმა დიდი შლაპა და მზისგან დამცავი სათვალე შეუხამა.



