კანადელი მომღერალი სელინ დიონი ცოტა ხნის წინ სცენას დაუბრუნდა. რენე ანჯელილის გარდაცვალების შემდეგ მომღერალმა პირობა დადო, რომ მეუღლის თხოვნით სასცენო მოღვაწეობას გააგრძელებდა. ამჯერად დიონმა მორიგი კონცერტი ლას-ვეგასში გაიმართა, სადაც მუსიკოსი მთელი საღამოს მანძილზე სიმღერებს მეუღლეს უძღვნიდა. დროდადრო კი ჩერდებოდა, ემოციურ ისტორიებს ყვებოდა და სიმღერას აგრძელებდა. მან რანდენჯერმე იტირა კონცერტის მსველობისას, რასაც პუბლიკის მხრიდან მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა.
კონცერტის დროს ეკრანზე ჩნდებოდა კადრები სელინ დიონისა და რენე ანჯელილის თანაცხოვრებიდან. მათ შორის ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტები.
