LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი ქმართან ბოლო საუბარს იხსენებს : “გთხოვ, მშვიდად წადი ჩვენგან…”

170

სელინ დიონი ქმართან, რენე ანჯელილთან ბოლო საუბარს იხსენებს, მომღერლის თქმით, ქმარს გარდაცვალებისას სთხოვა, არაფერზე ენერვიულა და მშვიდად წასულიყო მათგან.

„შენ ყოველთვის ნერვიულობდი ჩემი კარიერის გამო, ღელავდი ბავშვებზე, განიცდიდი ყველაფერს. კმარა. გჯერა ჩემი? გთხოვ, დამიჯერე.. ბავშვები კარგად არიან, მეც კარგად ვარ… გპირდები, რომ კარგად ვიქნებით. მშვიდად წადი ჩვენგან,“ – გაიხსენა დიონმა ქმრისთვის ნათქვამი ABC News-თან ინტერვიუს დროს.

მომღერალმა, ასევე, დეტალურად ისაუბრა, როგორ აუხსნა მამის გარდაცვალება შვილებს, 6 წლის ტყუპებს ნელსონს და ედის და 15 წლის რენე-ჩარლზს.

„როგორც „დისნეის“ ერთ-ერთი მულტფილმის გმირი უშვებს ცაში ბუშტებს, ბავშვებს ვუთხარი, რომ მათი მამაც ცაში, ბუშტებთან ერთად აფრინდა,“ – ამბობს დიონი.

რენე ანჯელილი სიმსივნის დიაგნოზით 14 იანვარს გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები