LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი ქმრის დაკრძალვას არ დასწრებია

306

სელინ დიონს ახლა ცხოვრების ძალიან მძიმე ეტაპი აქვს. მომღერალს ქმარი რენე და ძმა დენიელი გარდაეცვალა და ქმრის დაკრძალვის შემდეგ საჯაროდ რამდენიმედღიანი გლოვა ვეღარ შეძლო. მომღერალი ძმის პანაშვიდებს კვებეკში არ დასწრებია.

დიონის ქმარი რენე ანჯელილი 14 იანვარს სიმსივნით გარდაიცვალა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მომღერალმა ძმაც დაკარგა, რომელიც ასევე სიმსივნეს ებრძოდა.

რენე ანჯელილი მონრეალში 21 იანვარს დაკრძალეს და იმ ტაძრიდან გაასვენეს, სადაც მან და დიონმა 21 წლის წინ ჯვარი დაიწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები