ინტერნეტში გამოჩნდა სელინ დიონის ახალი ვიდეო, რომელიც ლას-ვეგასის გრანდიოზულ კონცერტზეა გადაღებული. რენე ანჯელილის გარდაცვალებიდან სამი კვირის თავზე, სელინ დიონი სცენას დაუბრუნდა და ეს დაბრუნება მან გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა. შეგახსენებთ, რომ ანჯელილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში სელინ დიონის ძმა, დენიელიც გარდაიცვალა.
რას შეეხება ლას-ვეგასის კონცერტს, ყველაზე ემოციური გამოდგა სელინ დიონის სიტყვით გამოსვლა: “რენე, ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარულია დ ის უზომოდ ბედნიერი იქნებოდა ჩვენი ერთად ხილვით. მე მის სიყვარულს ვგრძნობ და ის ყველა ჩვენგანშია“ – განაცხადა მომღერალმა. მის გამოსვლას მაყურებელი თვალცრემლიანი ადევნებდა თვალს.
https://www.youtube.com/watch?v=3IGI8myPTwI
