ქმრის გარდაცვალებიდან მხოლოდ 1 თვის შემდეგ სელინ დიონი კვლავ სცენაზე დადგა და ამით მომღერალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ ძლიერ ხასიათს.
ამჯერად მან გადაწყვიტა, გააგრძელოს ცხოვრება საყვარელი ადამიანის გარეშე.
დიონს უნდა, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მძიმე მოგონებებისგან, მომღერალმა სახლის გასაყიდი ფასი გაანახევრა. ფლორიდის ვილა 2013 წელს 75.5 მლნ დოლარი ღირდა, ახლა კი მსახიობი მას 45.5 მლნ დოლარად ყიდის. ჯუპიტერ-აილენდზე მდებარე სახლი ნამდვილ კურორტს ჰგავს, თუმცა სამი წლის განმავლობაში მას მყიდველი არ გამოუჩნდა.









