LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექს-სიმბოლო დაბრუნდა! – 57 წლის პამელა ანდერსონი Elle-ის გარეკანზე

186
page

პამელა ანდერსონი ამერიკული Elle-ის გარეკანზე მოხვდა. 57 წლის სექს-სიმბოლო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან ადრიენ რაკელის ფოტოსესიისთვის ისეთი ბრენდების სამოსი მოირგო, როგორებიცაა: Alexander McQueen, Bottega Veneta, Valentino და Prada. აღნიშნულ „ლუქებს“ კი Tissot-ისა და Pandora-ს აქსესუარები შეუხამა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად პამელამ ბუნებრივ იმიჯზე უარი განაცხადა და საკმაოდ მკვეთრი მაკიაჟიც მოირგო.

„გამიმართლა, რომ იმ საქმით ვიყავი დაკავებული, რაც მიყვარს, ეს ჩემს სულს სჭირდებოდა“, – სწორედ ეს კომენტარი გააკეთა პამელამ იმ კინოსურათის შესახებ, რომლითაც მან „ოქროს გლობუსისა“ და „კინომსახიობთა გილდიის“ ნომინაციები მოიპოვა.

ცნობისთვის ფილმი,  „უკანასკნელი მოცეკვავე“კეიტ გერსტენის წიგნის მიხედვითაა გადაღებული, მისი რეჟისორი კი ჯია კოპოლაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 57 წლის მსახიობისა და სექს-სიმბოლოსთვის ეს პირველი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაა.

„ყველაფრის თავიდან დაწყება გვიანი არასდროსაა“ – 57 წლის პამელა ანდერსონმა „ოქროს გლობუსის“ პირველი ნომინაცია მოიპოვა

ფოტო: პამელა ანდერსონი მაკიაჟის გარეშე სილამაზის სტერეოტიპებს არღვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები