LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეენკო: არავაქცინირებულებზე სელექტიური შეზღუდვები უნდა განხორციელდეს და უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს

91
დავით სერგეენკო

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ საჭიროა არავაქცინირებულებზე სელექტიური შეზღუდვები განხორციელდეს და უპირატესობა ვაქცინირებულებს მიენიჭოთ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ გამოიღო, პროფესიული და რისკ ჯგუფების ნიშნით სავალდებულო აცრისთვის, ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, ეპიდვითარება ცალსახად უარესდება და ტალღების თვლას უკვე აღარანაირი აზრი არ აქვს.

ვითარება უარესდება, ახალი ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო – გამყრელიძე

„იქნება მეხუთე, მეშვიდე თუ მეთორმეტე, ამის თვლას უბრალოდ აზრი აღარ აქვს. ყველამ უნდა გამოვყოთ ის რესურსი, რაც შეგვიძლია – ქუჩაში ქადაგად დავეცეთ და ყველას ვთხოვოთ, რომ მარტივი პირბადე ატარონ სწორად და არა ნიკაპზე… ნიღაბი იცავს და რისკებს ამცირებს,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება აცრებს, მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ანტივაქსერები ცნობადი სახეები თუ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხდებიან.

„არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ორ საუკუნეზე მეტია აცრაზე უკეთესი საშუალება ინფექციური დაავადების წინააღმდეგ არავის არ მოუგონია,“ – დასძინა მან.

ამასთან, არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დავით სერგეენკომ შეზღუდვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს პანდემიის განუყოფელი ნაწილია. როგორც მანვე აღნიშნა, მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების განუხრელი აღსრულება და შესრულება.

„პრობლემის შესარბილებლად ქვაკუთხედი მონიტორინგი და ადეკვატური რეაგირებაა. უკვე ასპარეზზე გამოვა შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს განასხვავებს.

არავაქცინირებულებისთვის განხორციელდება შეზღუდვები სელექტიურად, რაც ყველასთვის მძიმე გადასატანია, მაგრამ ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს,“- თქვა დეპუტატმა.

დავით სერგეენკოს თქმით, სავალდებულო აცრებს მნიშვნელობა მაშინ ექნება, თუ მას შესაბამისი აღსრულება ექნება და მხოლოდ რეგულაციაში ასახული სავალდებულოობა საკმარისად ეფექტური არ იქნება.

„ახლა უნდა განხორციელდეს სელექტიური შეზღუდვები არავაქცინირებულებზე და რაც არ უნდა დისკრიმინაციულად ჟღერდეს – უპირატესობა ვაქცინირებულს მიენიჭოს.

თუ ამან ორ-სამკვირიან პერიოდში შედეგი არ იქონია, საჭირო იქნება ძალიან ხისტი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული ნიშნით და რისკ ჯგუფების სავალდებულო აცრისთვის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცერცვაძე: რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია – ასაცრელად პრაქტიკულად აღარ მოდიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები