LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

229
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა” არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩი ბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო, – ამის შესახებ ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს.

კაპანაძე აღნიშნავს, რომ „გაწვევა“ საქმით უნდა აჩვენონ, დააყენონ მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდონ.

„უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა” არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩი ბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო.

ამიტომ საქმით უნდა აჩვენო “გაწვევა”. ანუ დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო. ეგ იქნება საქმე.

მერე ისევ შეუძლიათ შემობრუნება, განა არ იკადრებენ, მაგრამ ახლა “გაწვევა” იქნება ეს.

პ.ს. და ყველა დაკავებული უპირობოდ უნდა გაუშვან“,- წერს კაპანაძე.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

magti 5g