სერიალ „გვირგვინის“ მესამე სეზონში პრინცესა დიანას პერსონაჟი გამოჩნდება, მეოთხე ნაწილში კი ის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდება.
Netflix-ის ცნობილი პროექტის პირველი ორი ნაწილი დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ეძღვნებოდა. მისი როლი კლერ ფოიმ შეასრულა, მისი მეუღლე მეტ სმიტმა განასახიერა, ხოლო და – ვანესა კიბრიმ.
არსებობს ვარაუდი, რომ სერიალში პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერზეც იქნება მოთხრობილი.