LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალები, სადაც მუსიკა ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს

506

საუკეთესო სერიალი – საუკეთესოა ყველაფერში: სიუჟეტში, მსახიობების თამაშში, კოსტიუმებში, სპეცეფექტებსა და რა თქმა უნდა, მუსიკაში. ხშირად კი, მუსიკა ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილს სჯობს.

გთავაზობთ სერიალებს, რომლებშიც მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს:

 

სამეფო კარის თამაშები

მუსიკის ავტორია რამინ ჯავადი. მისი შემოქმედება ხშირად ისმის ამა თუ იმ ფილმსა თუ სერიალში, მათგან ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, „სამეფო კარის თამაშების“ თემაა.

 

შერლოკი

სერიალის დასაწყისში, მუსიკის ცნობა პირველივე აკორდებიდან არის შესაძლებელი. მასზე კომპოზიტორებმა მაიკლ პრაისმა და დევიდ არნოლდმა იმუშავეს. სერიალში მუსიკა საკმაოდ დიდი დოზით არის და მათზე სხვა მუსიკოსებიც ზრუნავენ.

 

ნამდვილი დეტექტივი

სერიალის პირველ სეზონში ბლუზის ჟანრის მუსიკა ჟღერს. დასაწყისისთანავე კი The Handsome Family-ის „Far From Any Road“  ისმის.

 

ტვინ პიქსი

https://www.youtube.com/watch?v=i7d0Lm_31BE

ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომპოზიტორი – თითქმის რეჟისორის თანასწორია. ანჯელო ბადალამენტიმ ლინჩის სხვა ნამუშევრებისთვისაც შექმნა მუსიკა, თუმცა ეს ყველაზე დასამახსოვრებელია. სერიალის მთავარი თემა სიმღერა „Falling“ გახდა, რომელსაც ამერიკელი მომღერალი ჯული კრუზი ასრულებს და რომლის ტექსტის ავტორიც თავად დევიდ ლინჩია.

 

საიდუმლო მასალები

უნდა აღიაროთ, რომ როდესაც ამ სერიალის სახელწოდება გესმით, პირველი რაზეც ფიქრობთ, ეს მელოდიაა. საუნდტრეკების დიდი ნაწილის ავტორი მარკ სნოუა, მას გარდა პროექტში ელის კუპერის, ბრაიან ინოსა და შერილ კოულის ნამუშვრებიც ჟღერს. საკულტო სერიალს მუსიკაც შესაბამისი აქვს.

 

მეგობრები

https://www.youtube.com/watch?v=K2fZb9tDXKE

სერიალის საწყისი თემა – ჯგუფ Rembrandts-ის სიმღერა „I’ll Be There for You“. მხიარული, ენერგიული და ისეთი, როგორიც პროექტს შეეფერება. გამოსვლისთანავე ის ჩარტების სათავეებში მოექცა. „მეგობრების“ სხვადასხვა სეზონებში ერიკ კლეპტონის, ლუ რიდისა და ბობ დილანის მუსიკა ჟღერს.

 

დაუნტონის სააბატო

სერიალის ეპოქის შესაბამისად, რომელიც საუკუნის წინანდელ ინგლისს ეძღვნება, ჯონ ლანმა დაუვიწყარი მუსიკა შექმნა, რომელიც ისედაც წარმატებული სერიალის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.

 

ექიმი ჰაუსი

https://www.youtube.com/watch?v=Y3HOPg8GAtY

სერიალის ძირითადი მუსიკალური თემა – Massive Attack-ის „Teardrops“ არის, თუმცა მას გარდა პროექტში Rolling Stones-ის, ჯო კოკერის, რეი ჩარლზის სიმღერები ჟღერს – სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. თამამდ შეიძლება ითქვას, რომ სერიალის ნახვის პარალელურად კარგი მუსიკალური გემოვნება ჩამოგიყალიბდებათ.

 

მომატყუე

ჟესტები და მიმიკა სიტყვებზე მეტის მთქმელია – სწორედ ეს არის სერიალის მთავარი იდეა. და მუსიკა, რომელიც ლეონარდ კოენმა, მორისიმ და Pretenders-მა შექმნეს. თუმცა სერიალის მთავარი თემა რაიან სტარის სიმღერა „Brand New Day“ არის.