მიუხედავად იმისა, რომ „მოსიარულე მკვდრების“ მე-7 სეზონმა მაყურებელთა რაოდენობის მხრივ ანტი-რეკორდი დაამყარა, სერიალი კვლავაც რეკორდსმენად ითვლება. გამოსვლის მომენტიდან უკვე მეხუთე წელია ის ამერიკული ტელევიზიის ყველაზე პოპულარული ტელესერიალია.
გამოცემა Deadline-ის ცნობით, სერიალმა დაამყარა რეკორდი და გახდა პირველი დრამატული სერიალი, რომელიც 18-დან 49 წლამდე ასაკის კატეგორიაში ყველაზე პოპულარული პროექტის წოდებას არავის უთმობს.
გაგრძელდება თუ არა ეს პოპულარობა მერვე სეზონშიც, ამას 2017 წლის შემოდგომაზე გავიგებთ.