მადრიდის „რეალის“ ექს-კაპიტანი და პსჟ-ს მცველი სერხიო რამოსი უკრაინელებს ეხმარება.
რამოსმა უკრაინელი მოქალაქეებისათვის საქველმოქმედო კამპანიის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
ფეხბურთელი მსურველებს თავაზობს 100 ევროდ ჰუდი შეიძინონ. წინა ნაწილზე გამოსახულია მტრედების წყვილი. ზურგზე წარწერაა – „ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ“.
გაყიდვებიდან შემოსული მთელი თანხა ძმები კლიჩკოების ფონდში წავა, რომელიც უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებს აგვარებს.