სერხიო რამოსმა ესპანეთის საუკეთესო ცხენი 1 მლნ ევროზე მეტად გაყიდა.
პსჟ-ს ფეხბურთელმა ალამო საუდის არაბეთის ცხენოსნობის ფედერაციას მიჰყიდა.
გარიგების ზუსტი თანხა არა სახელდება, მაგრამ თანხამ მლნ ევროს გადააჭარბა. ალამო 1.5 მლნ ევროდ არის შეფასებული. ის არაოფიციალურად ესპანეთის საუკეთესო ცხენად მიიჩნეოდა.
რამოსს საკუთარი სახელობის საჯინობო აქვს. მისი ცხენები ძვირად ფასობენ, რადგან უამრავი ჯილდო მოუგიათ საერთაშორისო შეჯიბრებებზე.