LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესიაშვილი: სადაც პოლიციელს ქვას ესვრიან, ყველას მოეთხოვება პასუხი

95
57588217_878353559176465_3526502496040124416_n

„პოლიციელისთვის ნასროლი ქვა ეს არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა“– ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელისთვის ქვის სროლაზე რეაგირება სავალდებულოა.

“არცერთ პოლიციელს არა აქვს სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს მოსახლეობის მიმართ, მაგრამ პროტესტის ის ფორმა, რაც ჩვენ ვნახეთ,  აბსოლუტურად მიუღებელია.ჩემთვის აბსოლუტურად მიღებელია, ასევე, ის შეფასებები, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ხელისუფლებას ადანაშაულებს მაშინ, როდესაც პოლიციელისთვის ნასროლი ქვა ეს არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებიც. ამიტომ ეს არის ჩემთვის კომპლექსური საკითხი”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-თან კომენტარში.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 აპრილის დილას პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესების, კერძოდ მდინარე ალაზანზე “ხადორი 3”-ის მშენებლობის გაგრძელების უფლებას არავის მისცემენ.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები დღის განმავლობაში ორჯერ გამოიყენა.

სოფელ ბირკიანში ჰესების მოწინააღმდეგე ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ შსს-მ გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების მუხლებით დაიწყო.

 

ფოტო:პანკისის სათემო რადიო / Radio Way
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g