მოქალაქეების წინააღმდეგობის მიუხედავად, გუშინ, 23 იანვარს თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ გამოასახლა, რასაც არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
კეკელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა, შსს-მ 20 პირი დააკავა
მომხდარს ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელიაც ეხმაურება და იმ სირთულეებზე წერს, რასაც ბანკთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები იწვევს.
„მთავარი დამნაშავე ჩვენს „გაემიგრანტებაში“ მთავრობაა(არა აქვს მნიშვნელობა, ქოცია თუ ნაცი), რომელიც ძარცვავს საკუთარ მოქალაქეებს ბანკების დახმარებით?♀️
სესხით, კრედიტით ვერ წამოიწყებ ბიზნეს საქმიანობას, ვერ იყიდი სახლს, ვერ ისწავლი, ვერ იმკურნალებ, თუმცა რათ გინდა მკურნალობა, მაინც ბანკის მიერ დაგეშილი აღსრულების ბიურო დაგადგება „ცელით“ ხელში და მოგიღებს ბოლოს
ჩვენც მორჩილად გავუყევით გზას და ხმაამოუღებელ მონობას, ფულით მონობა ვარჩიეთ“, – წერს ნინო კვარაცხელია.