LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სევდიანი და დადარდიანებული” – ანა დე არმასი ტომ კრუზთან განშორების შემდეგ პირველად გამოჩნდა

174
page

ანა დე არმასი ტომ კრუზთან განშორების შემდეგ პირველად გამოჩნდა. მსახიობი ლოს-ანჯელესის ქუჩებში, სპორტულ ფორმაში, თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად შენიშნეს. მას საოცრად სევდიანი და დადარდიანებული გამომეტყველება ჰქონდა.

მსახიობის ქარიშხლიანი რომანი ტომ კრუზთან მოულოდნელად დასრულდა. მათი ერთობლივი, დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმი Deeper, რომელიც ანას კარიერის ახალ ეტაპად მიიჩნეოდა, ახლა გაურკვეველ მდგომარეობაშია და მისი წარმოება შეჩერებულია.

„ანა ფიქრობდა, რომ ეს წელი სრულად განსხვავებული იქნებოდა, ამიტომ ცოტა იმედგაცრუებულია. მაგრამ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და იცის, რომ ყველაფერი გამოსწორდება“, – განაცხადა წყარომ.

ტომ კრუზი და ანა დე არმასი რამდენიმეთვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ – ცნობილია მიზეზი

„ტომ კრუზი და ანა დე არმასი ქორწილის გადახდას კოსმოსში გეგმავენ“ – დასავლური მედია

ვიდეო: ტომ კრუზისა და ანა დე არმასის რომანტიკა Oasis-ის კონცერტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები