ცოტა ხნის წინ, მომღერალ შაბან მამედოვის ფართო აუდიტორიის წინაშე გამოჩენამ, ფურორი მოახდინა – მუსიკალურ პროექტ „ხალხურში“ მის მიერ შესრულებულმა „დაიგვიანეს“ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
შაბან მამედოვი 26 მაისს, ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტზე მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ წარდგა.
დამოუკიდებლობის დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კონცერტზე შაბან მამედოვმა ანრი ჯოხაძესთან ერთად [გუნდის თანხლებით] „საქართველოო ლამაზო“ იმღერა. აღნიშნულ შესრულებას მსმენელის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.
შაბან მამედოვი ანრი ჯოხაძესთან სიმღერას სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბავშვობის ოცნება რეალობად ექცა.
„26 მაისს, ჩემი ოცნება ახდა. მე მერგო უდიდესი ბედნიერება და პატივი, ლეგენდარულ ანრი ჯოხაძესთან ერთად ვმდგარიყავი ერთ სცენაზე, მისივე სოლო კონცერტზე.
ანრი, გმადლობთ, ლეგენდა, ბავშვობის ოცნება რეალობად რომ მიქციეთ. თქვენ შეგიძლიათ ის, რაც სხვას არ შეუძლია. მიყვარხართ, მეამაყებით“, – წერს შაბან მამედოვი სოციალურ ქსელში.
ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი – Anri Jokhadzenin solo koncertiგუშინ, 26 მაისს, ჩემი ოცნება ახდა. მე მერგო უდიდესი ბედნიერება და პატივი, ლეგენდარულ ანრი ჯოხაძესთან ერთად ვმდგარიყავი ერთ სცენაზე, მისივე სოლო კონცერტზე❤️ Anri Jokhadze გმადლობთ, ლეგენდა, ბავშვობის ოცნება რეალობად რომ მიქციეთ❤️ თქვენ შეგიძლიათ ის, რაც სხვას არ შეუძლია❤️ მიყვარხართ, მეამაყებით❤️ ©️ Ketuna Budaghashvili იმედის დღე /Imedis Dge 26 may tarixində, Cənab Anri Jokhadzenin solo koncertində, Anri Jokhadzeylə birgə çıxış ettim❤️
Posted by Shaban Mamedov on სამშაბათი, 27 მაისი, 2025