ვარსკვლავური მშობლების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი, 15 წლის შაილო დაბადებიდან კოლოსალური ყურადღების ცენტრშია. მართალია, გოგონა პაპარაცებისთვის საკმაოდ მოუხელთებელია, თუმცა, მიმდინარე წელს საზოგადოებამ ის არაერთხელ იხილა.
შაილო ჯოლი-პიტი – გოგონა ორივე მშობლებს თანაბრად ჰგავს – ფოტოკოლაჟი
შაილო უკვე დიდი გოგოა და ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილდება. ამჯერად ის კალიფორნიის ქუჩებში გადაიღეს. არაფორმალური გამოჩენისთვის მან „ნაიკის“ სპორტულები ჩაიცვა, რომელსაც ამავე ბრენდის სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.
ფოტო: შაილომ ძველი სტილი დაიბრუნა და წითელ ხალიჩაზე H&M-ის დახეული ჯინსით გამოჩნდა
ფოტო: მსუბუქი მაკიაჟი და დახვეწილი იმიჯი – 15 წლის შაილომ წითელ ხალიჩაზე დედის კაბით გაიბრწყინა