შაკირამ თავად დაადასტურა, რომ ამჯერად ჰოსპიტალიზებულია. მომღერალი მუცლის მწვავე ტკივილების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს. მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
48 წლის მომღერალმა აქვე დაწერა, რომ დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს პერუში, სანამ ექიმები მას სცენაზე დაბრუნების უფლებას არ მისცემენ: „ვიმედოვნებ ხვალ უკეთ ვიქნები, გამომწერენ და მალე ახალ თარიღებს შეგატყობინებთ, ჩემი გუნდი უკვე მუშაობს ამაზე“ – დაწერა მუსიკოსმა. შაკირა ამჯერად რიო დე ჟანეიროში იმყოფება, სადაც მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტებს მართავს.
ფოტო/ვიდეო: შაკირამ საკუთარ დაბადების დღეზე „გრემის“ ჯილდო მიიღო
ნახეთ, შაკირას პერფორმანსი „კოპა ამერიკას“ ფინალზე, რის გამოც არტისტი გააკრიტიკეს

