“ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ განმეორებითი არჩევნები ჩაივლის მშვიდ გარემოში და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”,- ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კენჭისყრის დასრულების შემდეგაც, პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას.
წინა პროცესისგან განსხვავებით, აქ უკვე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმების დათვლის პროცესსაც. პოლიცია დაიცავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიას კენჭისყრის დასრულების შემდეგაც და ჩვენი მოქმედება იქნება უფრო აქტიური და უფრო მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული.