LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი 20 ოქტომბრის მარშზე: „ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს ეს იყო ევროპასთან დაკავშირებული შეხვედრა – ეს იყო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ უცხოური ფულით“

132
შალვა პაპუაშვილი

არადეკლარირებული საარჩევნო კამპანია ასევე ერთ-ერთი პრობლემა არის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული არიან აგიტაციაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მათ შორის, 20 ოქტომბრის თავყრილობა იყო ამის ერთ-ერთი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო არასამთავრობოების და ოპოზიციის მიერ უცხოური ფულით ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ აქციის ორგანიზებასა და გამართვაში უცხოური ფული წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაასაჯაროონ, ვისი ფულით ცდილობენ ისინი დეზინფორმაციული კამპანიით მოქალაქეებზე ზემოქმედების მოხდენას.

„აქ სულელი არავინ არის, ნურავინ დაიწყებს ქართველი ხალხის მოტყუებას, უცხოელი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ დიპლომატი, თითქოს, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან დაკავშირებული რაღაც შეხვედრა. ეს იყო ცხადად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო ენჯეოების და ოპოზიციის მიერ და ეს საჯაროდაც ჩანდა, რომ ეს არის ენჯეოების ორგანიზებული ოპოზიციასთან ერთად. როგორც ჩანს და აშკარა იყო, რომ ამ აქციის ორგანიზებაში და გამართვაში დაიხარჯა უცხოური ფული, რაც წარმოადგენს უკანონო შემოწირულობას საარჩევნო კამპანიაში და რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგინდეს. მათ შორის, ამ ენჯეოებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რას მალავენ აბა, გაასაჯაროონ რა თანხები დახარჯეს, ვისი თანხები დახარჯეს და უთხრან საქართველოს მოქალაქეებს ვისი ფულით ცდილობენ ისინი, რომ ზემოქმედება მოახდინონ და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოონ წინასაარჩევნო პროცესში.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g