„ჩვენი უახლოესი წინაპრის დანატოვარია ნატვრა და ოცნება, რომელიც ერთ ფრაზაში გამოითქვა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“. ილია ჭავჭავაძის ეს ამოძახილი მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე ექოდ ჩაგვესმის. ამ მაქსიმის ხორცშესხმა ყველა დროსა და ჟამში თავის ფორმას და შინაარსს იძენს. იძენს იმის-და მიხედვით, რომელ დროს, რომელ მმართველს და რომელ თაობას როგორ ესმის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. სწორედ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე შედეგიანად სიარულია ქვეყნის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ჩვენი წინაპრების დანატოვარზე ფიქრისა და მათი გამოცდილების გააზრების ნაცვლად, დღეს ჩვენი თანამედროვეებისგან დაუფიქრებლად წამოსროლილ „სიბრძნეთა“ პირისპირ ვდგავართ.
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო
კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.
მე ვდგავარ აქ, რათა თქვენთან ერთად ვემსახურო ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ჩვენი ეროვნული ინტერესი კი მარტივია – ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. კეთილდღეობა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ეს არის ჩვენი ქართული ოცნება: ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.