LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „დანიას არანაირი უფლება არ აქვს ე.წ. კოზაკის ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიოს, ეს არის საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხი მივწერე“

111
შალვა პაპუაშვილი

„მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია და უფრო მეტიც, ეს არის „კოზაკის“ წესების დარღვევა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ე.წ. კოზაკის ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც დანიაში უნდა გაიმართოს, საქართველოს წარმომადგენელი არ მიიწვიეს.

„გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ე.წ. კოზაკის ფორმატზე, დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიას.

მე დღეს გავასაჯაროებ იმ წერილსაც და ჩემს პასუხსაც ამ წერილთან დაკავშირებით. მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია და უფრო მეტიც, ეს არის „კოზაკის“ წესების დარღვევა. პირდაპირ მივუთითე წესდების მუხლები, რომელიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ ფორმატში და არანაირი უფლება არ აქვს არავის, მონაწილეობა შეზღუდოს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს, რომელიც შეთანხმებული არის, ეს არის წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. ევროკავშირს რომ ჰკითხო, თითქოს ისინი წუხან ამაზე და ამავე დროს, თავად არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები.

ამ პერიპეტიიდან ერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ-დანიის ხელისუფლება არღვევს იმ წესებს, რომელიც შეთანხმებულია, მათ შორის პარლამენტთან მიმართებით, ვინაიდან არანაირი უფლება არ აქვს დანიის პარლამენტს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი არ მიიწვიოს. შესაბამისად, არ მიწვევა ეს არის წესების დარღვევა“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც განმარტავენ, თუ რატომ არ იწვევენ ევროპულ საქმეთა მინისტრების სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს, როცა მას უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრებიან.

დანიის საგარეო უწყება განმარტავს, რატომ არ იწვევენ ევროპულ საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს, როცა მას უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები დაესწრებიან

„როდესაც დანიის მთავრობა დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ვფიქრობთ, ევროკავშირის შიგნით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და ზოგადად, ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერი პოლიტიკოსის წარმომადგენლის პრინციპებს. დანიის ელჩი და საელჩო ნაცვლად იმისა, რომ არ იყვნენ დაკავებული მოძალადეების გულშემატკივრობით, სასამართლოზე სიარულით და ამის ნაცვლად, დაკავებული იყვნენ საკუთარი ფუნქციით, რასაც ქვეყნის წარმომადგენლობა ჰქვია, წესით, ახლა ისინი უნდა განმარტავდნენ, რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით.

კერძოდ, არანაირი ევროინტეგრაციის შეჩერება არასდროს მომხდარა, მითუმეტეს 28 ნოემბერს, როგორც თითქოს ისინი ციტირებენ. ამიტომ, გულდასაწყვეტია, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g