LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას

109
თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ეხება მათი საკონსტიტუციო სარჩელი პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“.

მისი თქმით, მთავარი სამართლებრივი ხაზი არჩევნების საბოტაჟი იქნებოდა, თუმცა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მანდატები შეინარჩუნა და დღეს საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“ „სამართლებრივად თავი დაიძვრინა“.

„რაც შეეხება „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიას, ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა – პირველი არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდეც და ამ მხრივ, ამ არგუმენტისაგანაც თავი გაითავისუფლეს..

ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება, მაგალითად, „ლელოსთან“ დაკავშირებით ის არის, რომ იყვნენ არჩევნების საბოტაჟის, არჩევნების არაღიარების მონაწილეები და დღესაც გაუქმებული აქვთ მანდატები. ამიტომ, ეს სამართლებრივი ხაზი „გახარია-საქართველოსთვის“ პარტიასთან დაკავშირებით ორი მიზეზის გამო არ არის. მართალია არ დადიოდნენ, თუმცა, მანდატები შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, პარლამენტში აქტიური სამუშაო განაახლეს, სამართლებრივად დაიძვრინეს თავი.“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g